საქმის კურსში ვართ ცეცხლის შეწყვეტის პირობების სირთულეებზე, თუმცა გავაგრძელებთ ძალისხმევას, რადგან მიგვაჩნია, რომ დიპლომატია ერთადერთი გამოსავალია – ერდოღანი

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

საქმის კურსში ვართ ცეცხლის შეწყვეტის პირობების სირთულეებზე, თუმცა მიუხედავად ამისა, გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რადგან მიგვაჩნია, რომ დიპლომატია ერთადერთი გამოსავალია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთმა უკრაინაში კრიზისის დასაწყისიდანვე დააფიქსირა ძალიან მკაფიო პოზიცია.

„ყოველი შესაძლებლობისას ჩვენ გამოვიყენეთ დიპლომატია და ყურადღება გავამახვილეთ დეესკალაციის საჭიროებაზე“, – განაცხადა ერდოღანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, თურქეთი ინტენსიურ დიპლომატიას აწარმოებს.

„სამწუხაროდ, ჰუმანიტრაული ტრაგედია უკრაინაში სულ უფრო იზრდება. ათასობით ადამიანი დაიღუპა, 3 მილიონამდე დევნილად იქცა და მეზობელ ქვეყანაში იპოვა თავშესაფარი. ჩვენ ინტენსიურ დიპლომატიას ვაწარმოებთ. მე განვაგრძობ კონტაქტს ბატონ ზელენსკისა და ბატონ პუტინთან. ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გამართა შეხვედრა მის კოლეგასთან მოსკოვსა და ლვოლვში გასულ კვირას. ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს, განვაცხადოთ, რომ მზად ვართ, შემოგთავაზოთ პლატფორმა. ჩვენ საქმის კურსში ვართ პირობებთან დაკავშირებულ სირთულეებზე, თუმცა მიუხედავად ამისა, გავაგრძელებთ ჩვენს ძალისმევას, რადგან მიგვაჩნია, რომ დიპლომატია ერთადერთი გამოსავალია“, – აღნიშნა ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთზე დამოკიდებულება უნდა იყოს ნულის ტოლი, ენერგორესურსები უნდა ვიყიდოთ მეგობრებისგან და არა მტრებისგან – მეცოლა
შემდეგი სტატიარუსმა ჯარისკაცმა ჯილდოს სანაცვლოდ, უკრაინულ მხარეს ტანკი მიუყვანა