რუსმა ჯარისკაცმა ჯილდოს სანაცვლოდ, უკრაინულ მხარეს ტანკი მიუყვანა

რუსმა ჯარისკაცმა ჯილდოს სანაცვლოდ, უკრაინულ მხარეს ტანკი მიუყვანა. „უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვიქტორ ანდრუსოვი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პოლიციაში იდენტიფიცირებულია ტელეფონის ნომრები, რომლითაც რუსები სარგებლობენ. მისი ინფორმაციით, ამ ტელეფონების მეშვეობით უკრაინელები მათ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიან, თუ როგორ ჩაბარდნენ ტყვედ რუსები და როგორც ჩააბარონ უკრაინულ მხარეს ტექნიკა.

„რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა ვინმე „მიშა“, რომელიც ეკიპაჟს შორის მარტო დარჩა, რადგან დანარჩენები სახლში გაიპარნენ, ბრძოლის გაგრძელებაში კი თავად აზრს ვერ ხედავდა. სახლში ვერ დაბრუნდებოდა, რადგან მეთაური დახვრეტით დაემუქრა“ , – განაცხადა ანდრუსოვმა.

მისი თქმით რუსმა ჯარისკაცმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარის მართვა ქაოტურია, ან საერთოდ ვერ ხდება და ჯარი დემორალიზებულია.

„მიშამ ცხოვრების მოსახერხებელი პირობები მიიღო, ომის დასრულების შემდეგ კი, მიღებს 10 000 დოლარს და შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეობაც“ , – განაცხადა მინისტრის მრჩეველმა.

banner
წინა სტატიაშისაქმის კურსში ვართ ცეცხლის შეწყვეტის პირობების სირთულეებზე, თუმცა გავაგრძელებთ ძალისხმევას, რადგან მიგვაჩნია, რომ დიპლომატია ერთადერთი გამოსავალია – ერდოღანი
შემდეგი სტატიაომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს თბილისში 24 მარტს ჩამოასვენებენ