“საქმე გვაქვს გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან” -კილაძე ჩატაევზე

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მმართველი გუნდი ეხმაურება.

კერძოდ, საუბარია ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ლიკვიდირებული, სავარაუდოდ საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო კილაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ საქმე გვაქვს გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან.

კილაძე პოლიტიკოსებს და მედიას ვარაუდების გამოთქმისგან, გამოძიების დასრულებამდე თავის შეკავებას ურჩევს.

„არა ერთხელ გვსმენია არა ერთი ჭორი სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით და მე მგონია, რომ ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან. რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია გაიგოს, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვინც ასეთი წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავ სტრუქტურებს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო და დღესდღეობით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან და ვფიქრობ, რომ მანამ, სანამ არ დასრულდება ეს ღონისძიებები იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნას გამოძიებას, ჯერჯერობით თავი უნდა შევიკავოთ მსგავსი განცხადებებისგან. მათ შორის, მედიასაც დიდი წვლილი აქვს ამ საქმეში,“ – განაცხადა სოფიო კილაძემ.

banner
წინა სტატიაში“ეს ხელისუფლების უშუალო მონაწილეების გარეშე ვერ მოხდებოდა” – ჩატაევი 22 ნოემბრის სპეცოპერაციაში?
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: დაკავებული პირი ,რომლის ვინაობაც ჯერ არ სახელდება,”კრუტოი ” ვინმეა !