“ეს ხელისუფლების უშუალო მონაწილეების გარეშე ვერ მოხდებოდა” – ჩატაევი 22 ნოემბრის სპეცოპერაციაში?

ორი დღის წინ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით, კითხვები აქვს ოპოზიციას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლებას არა ერთ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, მათ შორის იმაზე, როგორ მოხვდა საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევი თბილისში.

ზაზა ბიბილაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ჩატაევის მომხდარში მონაწილეობა დადასტურდება, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მოუწევთ, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაც.

„ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხელისუფლებას მოუწევს უმძიმეს კითხვებზე პასუხის გაცემა, კერძოდ: როგორ მოხვდა ცალხელა და ცალფეხა ადამიანი, რომელიც საერთაშორისო ტერორისტების სიაშია შეყვანილი, საქართველოს ტერიტორიაზე. არსებობს ეჭვი, რომ ეს ხელისუფლების უშუალო მონაწილეების გარეშე ვერ მოხდებოდა. მეორე, როგორ მოხდა ის, რომ ასეთ ადამიანს, საერთაშორისო ტერორისტს მოუხსნეს ყველა ბრალდება ივანიშვილის პროკურატურის პირობებში, მხოლოდ იმიტომ, რომ გაემართლებინათ ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ არსებული ბინძური ჭორი და ის გაათავისუფლეს, გაუშვეს სირიაში,“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ ახალი გუნდი წარადგინა
შემდეგი სტატია“საქმე გვაქვს გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან” -კილაძე ჩატაევზე