“საქართველოსთვის” კიდევ ერთმა წევრმა კანდიდატურა მოხსნა

ხელისუფლების ზეწოლის კიდევ ერთმა მსხვერპლმა კანდიდატურა მოხსნა – პარტია “საქართველოსთვის”, სიის მე-19 ნომერმა გიორგი ჯოჯუამ, რომელიც პროპორციული სიით დამტკიცდა გუშინ საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.

პარტიაში ამბობენ, რომ მიზეზი მასზე ზეწოლაა. მათი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” და სუს-მა კანდდატის დასაშინებლად უკიდერეს ფორმას მიმართეს და პროვოკაციის მოწყობით მუქარა განახორციელეს.

“მმართველი გუნდის მხრიდან ყოველგვარ რაციონალურ ზღვას სცილდება პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” მხარდამჭერებსა და წევრებზე განხორციელებული შანტაჟი და მუქარა. მოგეხსენებათ, გუშინ ჩვენი პროპორციული სიის მე-19 ნომერმა გიორგი ჯოჯუამ მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, ეს იყო მის მიმართ განხორციელებული უმწვავესი დაშინებისა და მუქარის შედეგი”, – თქვა პარტიის წევრმა, გიგა ფარულავამ.

მისივე ინფორმაციით, ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა ფოთშიც, სადაც მათ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს საკმაოდ სოლიდური თანხა შესთავაზეს.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე – “ოცნებამ” ისევ თავისი დღესასწაული მოიწყო და კიდევ ერთხელ წაახალისა ძალადობა
შემდეგი სტატია“კოვიდ-19 ჩვენთვის კრიტიკულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს” – დანიაში ყველა კოვიდშეზღუდვა მოიხსნა