ჭიჭინაძე – “ოცნებამ” ისევ თავისი დღესასწაული მოიწყო და კიდევ ერთხელ წაახალისა ძალადობა

რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მან მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

“ქართულმა ოცნებამ” ისევ თავისი დღესასწაული მოიწყო და კიდევ ერთხელ წაახალისა ძალადობა ამ ქვეყანაში, რადგან ფაქტია, ნიკა მელია არ სარგებლობს ამ ამნისტიით.

სამაგიეროდ მივიღეთ ის, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩაიდინონ ძალადობა სახელმწიფოს სახელით და ამნისტირებულები იქნებიან.

მოკლედ, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ!

რადგან “ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნა უკვე მასკარადი გახდა. ისინი ხელისუფლების ნიღბებს ამოფარებულნი არიან, თორემ არც ფუნქცია გააჩნიათ და არც ის აინტერესებთ, ქვეყანას, ხალხს რა სჭირდება“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 827, აჭარაში – 211, იმერეთში – 335
შემდეგი სტატია“საქართველოსთვის” კიდევ ერთმა წევრმა კანდიდატურა მოხსნა