საქართველოში რუსი აქტივისტი არ შემოუშვეს

საქართველოში არ შემოუშვეს კიდევ ერთი რუსი აქტივისტი, იგორ მიგლანი. ამის შესახებ წერს ორგანიზაცია Free Russia Foundation-ის სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორი ეგორ კუროპტევი და ხელისუფლებას, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მიგლანის ქვეყანაში შეშვების თხოვნით მიმართავს.

“ამ დროისთვის, 15 საათზე მეტია, აქტივისტი იგორ მიგლანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია. იგორი, ისევე როგორც სხვა ბევრი რუსი აქტივისტი, ახსნა-განმარტების გარეშე არ შეუშვეს საქართველოში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან იგი საქართველოში კოლეგებთან ერთად მუშაობდა პროექტზე “ემიგრაცია მოქმედებისთვის”, უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად. იგორისა და მთელი გუნდის წყალობით, 8 ათასზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა მიიღო სამედიცინო დახმარება. ეწინააღმდეგება თუ არა ეს საქართველოს ინტერესებს? დარწმუნებული ვარ, არა. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ შექმნილი მსგავსი პროექტები, ისევე როგორც ლტოლვილთა მხარდაჭერის ინიციატივები, არის ის, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, იამაყოს.

ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ქართულ მედიას, ყურადღება მიაქციონ ამ საქმეს, რათა იგორი შეუშვან ქვეყანაში, სადაც მას არც ერთი კანონი არ დაურღვევია”, – წერს კუროპტევი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს თეთრი ოქრო- 10 წელიწადში სრულიად ევროპა აქ ისრიალებს“ – Die Presse საქართველოს შესახებ
შემდეგი სტატიარუსეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს