რუსეთში დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომელიც ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, “კროკურს სითი ჰოლზე” თავდამსხმელებს აფინანსებდა. ეჭვმიტანილის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. რამდენიმე საათში, დიდი ალბათობით, ბასმანის სასამართლოში მისი პროცესი უნდა გაიმართოს, სადაც მის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ამ დრომდე ამტკიცებენ, რომ მოსკოვში მოწყობილ ტერაქტში უკრაინის ხელი ურევია და რომ აქვთ მონაცემები იმის შესახებ, რომ თითქოს ტერაქტის შემსრულებლებისთვის უკრაინიდან მნიშვნელოვანი თანხების და კრიპტოვალუტების გადარიცხვაა მიდიოდა.