საქართველოში პირველად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

დღეს, წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ ვანო ბურდულმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თემურ ჯანაშიამ, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი გიორგობიანმა და ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ, აუტიზმის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში პირველად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრი გახსნეს, რომლისთვისაც წალენჯიხის მერიის ბიუჯეტიდან 200 ათასი გამოიყო და ამ დროისთვის ცენტრში 15 ბავშვია;

ვანო ბურდულის განცხადებით – „დღეს არის 2 აპრილი, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე და ამ დღესთან დაკავშირებით გვინდა, რომ წალენჯიხელებს შევთავაზოთ სიახლე და გავხსნათ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრი. ეს გახლავთ აუტიზმის ცენტრი, სადაც ბავშვები მიიღებენ ყველა საჭირო მომსახურებას თერაპიების კუთხით, ეს იქნება ქცევის თერაპევტი, მეტყველების თუ სხვადასხვა საჭიროების ბავშვებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის პირველი საქართველოში, რომელიც არის მუნიციპალური ქოლგის ქვეშ გახსნილი, მუნიციპალური დაფინანსებით. ეს არის ერთგვარი სტაბილურობის გარანტია ბავშვებისთვის და მშობლებისთვის, რომ მიიღონ ყველა ის საჭირო მომსახურება, რაც მათთვის იქნება მნიშვნელოვანი.“ – განაცხადა წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ვანო ბურდულმა

banner
წინა სტატიაშიმებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
შემდეგი სტატიაუმძიმესი სოციალური- ეკონომიკური პირობების გამო, 800 ათასზე მეტ ჩვენს მოქალაქეს მოუწია ემიგრაციაში წასვლა – ხაჯიშვილი