საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა

საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ორივე შემთხვევა არის საქართველოს მოქალაქე. ერთი იყო დუბაიში, მეორე აშშ-ში და იქიდან ჩამოვიდნენ. მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა, აქედან 11 გახლავთ უცხოელი. ორივე ინფიცირებული არის ბინებში იზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, საქართველოს გარდა, „ომიკრონი“ კიდევ მსოფლიოს 89 ქვეყანაშია დაფიქსირებული

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილის ოფიციალური მიმართვა უწყებებს: გთხოვთ, დამრთოთ ნება მოვინახულო მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიათურნავა: გათენდება ახალი წელი და კვლავაც მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში