საქართველოში ნარკოპოლიტიკა დასჯაზეა ორიენტირებული -Human Rights Watch

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2017 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ, საუბარია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმაზე, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე, ნარკოპოლიტიკაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, შრომით უფლებებსა და მედიის თავისუფლებაზე.
„2017 წელს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული ტემპით, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე, განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც უნდა დასრულებულიყო ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა.
სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა კვლავ პრობლემად რჩება. საქართველო განაგრძობდა ნარკომომხმარებლების მიმართ დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის გატარებას.
შეშფოთებას იწვევდა მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომის უფლებების, მედიის თავისუფლების და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით“, – აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიხანძარი რუსთავში მსხვერპლით დასრულდა
შემდეგი სტატიამოსამართლეთა დანიშვნა მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს – NGO-ები