ხანძარი რუსთავში მსხვერპლით დასრულდა

ხანძარს რუსთავში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კონსტიტუციის ქუჩის 63 ნომერში ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. გარდაცვლილი 50 წლამდე ასაკის ქალია.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სიგარეტის ნამწვავიდან გაჩნდა. თავდაპირველად საწოლს წაეკიდა და სახლში მყოფი ქალი კვამლის შედეგად გაიგუდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციათა სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა, ქალბატონის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიკიევის სააპელაციო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა განახლდება
შემდეგი სტატიასაქართველოში ნარკოპოლიტიკა დასჯაზეა ორიენტირებული -Human Rights Watch