საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა.

ამ დროისთვის უცნობია დეტალები, თუ რა ასაკისაა გარდაცვლილი პაციენტი და სად მკურნალობდა.

საქართველოში ჯამში, კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 4 140-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1 643 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მერიის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმეთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა