საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ” თაიმერს” საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა დაუდასტურა.

„ეს პაციენტი სეფსისის ცენტრიდან გადმოიყვანეს. სუნთქვის მწვავე უკმარისობა და გულის პრობლემები ჰქონდა. გადმოყვანისთანავე, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ჩატარებული კვლევით გამოვლინდა ორმხრივი პლევმონია. ასევე დადასტურებული ჰქონდა გულის პრობლემები. ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განმარტა რატიანმა. გარდაცვლილი 66 წლის კაცია და ის ე.წ „ეროვნული ბანკის“ კლასტერიდანაა. კაცი ბანკის საცავში მუშაობდა.

საქართველოში კორონავირუსის შედეგად 14 პაციენტია გარდაცვლილი.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი – გვჯერა, რომ „მზიურის“ აღდგენა სარგებელს მოუტანს თბილისელებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებს, მომავალ თაობებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ოფიციალური პოზიცია