საქართველოში კორონავირუსისგან 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 7367-ს შეადგენს.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, დღეს საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო მაჩვენებელმა 14 440 შეადგინა.

​კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 113-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 792 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1042-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 366 თბილისში, 286 აჭარაში, 104 კი იმერეთში დაფიქსირდა