კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 366 თბილისში, 286 აჭარაში, 104 კი იმერეთში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისს, 286 აჭარას, 104 კი იმერეთს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„366 ახალი შემთხვევა გვაქვს თბილისში, 286 აჭარაში, იმერეთში- 104, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 57, ქვემო ქართლში – 44, შიდა ქართლში – 21, კახეთსა და გურიაში -13-13, მცხეთა მთიანეთში -11, სამცხე-ჯავახეთში- 3, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო ქართლში – ერთი“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსისგან 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ერთი პაციენტი თერჯოლის კლინიკაში გარდაიცვალა