საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 981 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 851-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4851 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ამ მარაზმიდან გამოსვლას როდის ვაპირებთ?
შემდეგი სტატიაMLS-ის მატჩში კაშიასა და ყაზაიშვილს მაისურებზე გიორგი შაქარაშვილის სახელი ეწერათ