MLS-ის მატჩში კაშიასა და ყაზაიშვილს მაისურებზე გიორგი შაქარაშვილის სახელი ეწერათ

„მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) განახლებულ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა „სან ხოსემ“, რომელშიც საქართველო ნაკრების წევრები – გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ.

ტურნირის დაწყების წინ, MLS-ის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ნება დართო – მაისურებზე ნომრების ქვემოთ დაეტანათ სოციალურ ან პოლიტიკურ თემაზე ნებისმიერი წარწერა.

გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა ისარგებლეს ამ უფლებით და ზურგზე „საბურთალოს“ ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი და გვარი დაიწერეს.

„სან ხოსემ“ B ჯგუფის პირველ მატჩში 0:0 ითამაშა მოქმედ ჩემპიონ „სიეტლთან“.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კათედრის მდივანი მ.ლ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს