საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 635 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 309-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ათი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 452.

banner
წინა სტატიაშიქუთაისი ევროპის დღის აღნიშვნას შეურთდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 61 ფაქტი გამოავლინა