საქართველოში კორონავირუსის 6 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 6 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 792 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 75 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 033 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 545, „პისიარ“ ტესტით – 13 488.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,57%, ბოლო 14 დღის – 9,78%, ბოლო შვიდი დღის – 10,46%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 761 067 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 696 921 გამოჯანმრთელდა, 10 584 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 010 783 აცრა, დღიურად აცრილია 5 254.

კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 808 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 300 პირი.

წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 75 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის სახელით, ვითხოვთ შეხვედრას იუსტიციის მინისტრთან – დეკანოიძე