ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის სახელით, ვითხოვთ შეხვედრას იუსტიციის მინისტრთან – დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ საჯარო მიმართვა გააკეთა და ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის სახელით იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან შეხვედრა მოითხოვა.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ თუ მინისტრი ოლიგარქ ივანიშვილის მსახური არ არის, აუცილებლად შეხვდება მათ, ვინაიდან მასთან არაერთი კითხვა არსებობს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის სახელით, ვითხოვთ შეხვედრას იუსტიციის მინისტრთან. გაგვცეს პასუხი რატომ არღვევს სახელმწიფო საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებულ ყველა მუხლს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.

რატომ გადაიქცა ეს იუსტიციის მინისტრი წამებისა და მკვლელობის თანამონაწილედ. და თუ რაიმე არგუმენტი აქვს და თუ რაიმე გამბედაობა შერჩენია, მოვითხოვთ შეხვდრას. მე არ მაქვს დიდი მოლოდინი სიმართლე გითხრათ, მარტო ივანიშვილის მსახური თუ არ არის, შეგვხვდეს”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 6 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაგელა ჩარკვიანი გარდაიცვალა