საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1439 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 535 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 665, პისიარტესტით – 3 870.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,76%, ბოლო 14 დღის – 6,03%, ბოლო 7 დღის – 6,48%/

ქვეყანაში სულ აცრილია – 62 447 ადამიანი, დღიურად აცრილია – 1 089.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 322 468 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 302 428 გამოჯანმრთელდა, 4 305 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 481 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 784 პირი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 300, აჭარაში – 77, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 45