საქართველოში კორონავირუსის 3 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 3 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 389 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ვებგვერდ stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 193 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 784, „პისიარ“ ტესტით – 19 409.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,34%, ბოლო 14 დღის – 8,91%, ბოლო შვიდი დღის – 8,68%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 719 247 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 660 518 გამოჯანმრთელდა, 10 045 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 977 317 აცრა, დღიურად აცრილია – 2 711.

კარანტინის რეჟიმშია 43, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 468 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 093 პირი.

წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაარჩილ ჩიქოვანი – ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ