არჩილ ჩიქოვანი – ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ

“ქართული ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მეორე ტურის შედეგები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ, ძალიან მძიმე და სიძულვილის ენით გაჯერებული ორივე ტურის მიუხედავად, რაც ჩემ მიმართ ტალახის სროლით და „ფეიკ“ ნიუსებით იყო გაჯერებული. მინდა მადლობა გადავუხადო 77 000 ამომრჩეველს, რომლებიც არჩევნებზე მივიდა და ქვეყნის მომავალ განვითარებას ხმა მისცა. პრაქტიკულად დღეიდან ვაგრძელებთ იმ პროექტებს, რომლებიც წამოწყებული გვქონდა და დიდი მოლოდინით ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი პროგრამული ხედვების რეალიზება დაიწყება”, – აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 3 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – არცერთი შემოსული საჩივარი არ იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ რაიმე ტიპის გავლენას მოახდენს შედეგებზე