საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი

admin
ავტ.: admin ივლისი 21, 2020 10:26

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1049 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 903-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 534 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.

admin
ავტ.: admin ივლისი 21, 2020 10:26

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics