საქართველოში კორონავირუსის 1 364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 423 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 629 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 883, „პისიარ“ ტესტით – 15 746.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,06%, ბოლო 14 დღის – 3,67%, ბოლო 7 დღის – 4,07%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 376 200 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 358 227 გამოჯანმრთელდა, 5 443 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 296 074 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 488.

კარანტინის რეჟიმშია 77, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 364 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 909 პირი.

ამასთან, 9 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 714 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიოდირ-ის ანგარიში – 19 აპრილის შეთანხმების მიუხედავად, პარლამენტმა ვერ უზრუნველყო ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონს ლარს მიიღებს