საქართველოში ჯამში 1 164 402 აცრა ჩატარდა

30 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 164 402 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 383 454 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 13.4%, ხოლო ერთი დოზით ვაქცინირებულია 780 948 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 27.3%.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 29 აგვისტოს აიცრა 17 670 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, რომლებიც გმირულად ემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას
შემდეგი სტატიაჩხაიძე – სექტემბერ-ოქტომბერში განვიხილოთ საკითხი 12 წლიდან Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებაზე