ჩხაიძე – სექტემბერ-ოქტომბერში განვიხილოთ საკითხი 12 წლიდან Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებაზე

იაშვილის ბავშვთა კლინიკის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ გართულებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, სექტემბერ-ოქტომბერში, 12 წლიდან Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით, მსჯელობა უნდა დაიწყოს. როგორც ჩხაიძე განმარტავს, ბავშვების ვაქცინაციის საკითხი დღის წესრიგში დელტა ვარიანტის ცირკულირების შემდეგ დადგა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანმო, ბავშვებში ვაქცინაციის რეკომენდაციას არ გასცემს, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, ევროპული და ამერიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გადაწყეტილება თავისით მიიღოს.

“ბავშვების ვაქცინაცია დღის წესრიგში დააყენა კორონავირუსის დელტა მუტაციამ. აქ ჩვენ 2 გამოსავალი გვაქვს, ერთი დაველოდოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, თუ ეს არ იქნება, მაშინ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, თავისით გადაწყვიტოს, როგორ იქცევა ბავშვებთნა დაკავშირებით. გაითვალისწინოს ევროპული, ამერიკული გამოცდილება. გავითვალისწინოთ, დელტა ვარიანტი ქვეყანაში და სექტემბერ-ოქტომბერში განვიხილოთ საკითხი 12 წლიდან Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით”,- თქვა ივანე ჩხაიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ჯამში 1 164 402 აცრა ჩატარდა
შემდეგი სტატიახვიჩია – მესამე ძალის დაბადების ამბიცია კარგი არ არის, სჯობს, პირველი ძალის ამბიცია გქონდეს