წინა კვირასთან შედარებით, საქართველოში გრიპის მატების ტენდენცია შეინიშნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო ინფორმაციით, მიმართვიანობა 100 ათას მოსახლეზე 332 ადამიანს შეადგენს.
ვირუსის შედეგად დაღუპულია სულ 4 ადამიანი – აქედან სამს H1N1 დაუდასტურდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ მონაცემები საგანგაშო არ არის და ის ეპიდემიურ ზღვარს არ აჭარბებს.
თუმცა, ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს დაიცვან ჰიგიენის განსაკუთრებული ზომები და გაითვალისწინონ სხვა რეკომენდაციებიც.