გარდაბანში რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს – ცესკომ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა

გარდაბანში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პირველი საინფორმაციო ბრიფინგი უწყებაში რამედნიმე წუთის წინ გაიმართა.

პრეს სპიკერის ინფორმაციით, ყველა უბანი თავის დროზე გაიხსნა, თუმცა ორ მათგანზე – 54-ე და 30-ე უბანზე, კენჭისყრის პროცედურები დადგენილ ვადაზე მეტ ხანს გაგრძელდა.

“ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8 საათზე, გაიხსნა, თუმცა 2 უბანზე კენჭისყრის პროცედურები დადგენილზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება, ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში, კანონით აკრძალულია კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება,“- განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

ცესკოში დღის განმავლობაში სულ ოთხი პრესკონფერენციის მოწყობა იგეგმება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში განრიგი შესაძლოა, შეიცვალოს.

banner
წინა სტატიაში„სუს-ის წარმომადგენლები ჩვენი მომხრეების დაშინებას ცდილობდნენ”- გია ბარამიძე
შემდეგი სტატიასაქართველოში გრიპის მატების ტენდენცია შეინიშნება