საქართველოში გერმანიის ელჩმა ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა

საქართველოში გერმანიის ელჩმა ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. როგორც ჰუბერტ ქნირში აცხადებს, ამ დღეებში ფოკუსირება უნდა მოხდეს გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახზე, ყველაფერ დანარჩენზე დისკუსია კი შესაძლებელია, როცა სიტუაცია დაწყნარდება.

„ძალიან დამწუხრებული ვარ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი ბიჭის ოჯახის წევრებს. ვფიქრობ, ახლა არ არის იმის დრო, რომ პოლიტიკური ინტერპრეტაციები ვაკეთოთ. ამ დღეებში ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახზე. ყველაფერ დანარჩენზე დისკუსია შესაძლებელია მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაწყნარდება. თუმცა, ვფიქრობ, მომხდარში გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის ელჩმა.

ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. ექიმების თქმით, მოზარდეს 17 დეკემბერს 21:10 საათზე გაუჩერდა გული.

banner
წინა სტატიაშილონდა თოლორაია: ვადასტურებ, რომ კიდევ ერთმა 15 წლის ბავშვმა მიიყენა თვითდაზიანებები
შემდეგი სტატია15 წლის ბიჭის თვითმკვლელობა – შსს-ს შენობასთან მდუმარე აქცია გამართეს და ადგილზე მერხი მიიტანეს