საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილემ, ტანია ჰუტმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა და დაშავებულთა საპატივცემულოდ მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
„დღეს ჩვენ მოვიგონებთ იმ ადამიანებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს პარლამენტის შენობის წინ დემონსტრაციის ძალადობრივ დარბევას შეეწირნენ.
ამ თარიღთან დაკავშირებით გერმანიის ელჩის მოადგილემ, ტანია ჰუტმა, დაღუპულთა და დაშავებულთა საპატივცემულოდ მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ამ თარიღიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. გერმანია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.