საქართველოში გადაადგილდებიან რუსეთის ჯაშუშები და მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ – რატიანი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის საქმეზე

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. დეპუტატის თქმით, საქმეზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია.

მისი თქმით, საქმეზე რუსეთის ფედერაციიდან არის დაკვეთა:

„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი საზოგადოება არის დაუცველი და საქართველოში გადაადგილდებიან რუსეთის ჯაშუშები და მათ არ აქვთ არანაირი პრობლემა. ბოლო წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი შემთხვევა, როდესაც მათ გამოევლინოთ ჯაშუშები. სამაგიეროდ, გვახსოვს შემთხვევები, როდესაც რეალურად ჯაშუშები იყვნენ გადაცემულნი როგორც პოლიტპატიმრები და ეს საკმაოდ მძიმე სურათია. ასევე, ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში ტერორისტები საზღვრებზე გადმოდიან უპრობლემოდ. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაცულები. რაც შეეხება იმ ფონს, რა ფონიც იყო გაბუნიას განცხადებების შემდეგ, ეს იყო სამარცხვინო და სრულიად შეუფერებელი ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენ გვახსოვს, რომ პრორუსულმა ძალებმა მაშინ დაიკავეს რუსთაველი. ეს იყო წახალისებული ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ფონი, რაც გვაქვს. ჩვენ გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია იმისთვის, რომ ვხედავდეთ სრულ სურათს, თუ რა ხდებოდა ამის მიღმა და რა პერიპეტიები ახლდა ამას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ მუშაობნენ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, რამდენად შესაფერისი იყო მათი ქმედება სახელმწიფოს გამართულ მუშაობასთან. ცალსახაა, რომ ამ საქმეზე რუსეთის ფედერაციიდან არის დაკვეთა. ბევრი შემთხვევააა, როდესაც კადიროვი ასრულებს რუსეთის დავალებას, ასე იყო ნემცოვის და სხვების შემთხვევაშიც. ჯერჯერობით ჩვენ ამ სურათს ვხედავთ, მაგრამ ჩვენ გვჭირება გაცილებით მეტი ინფორმაცია”, – განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიგაბუნიას დაგმობის კამპანია ყოველთვის სრულიად მიუღებელი იყო ჩემთვის – სამადაშვილი
შემდეგი სტატიათორნიკე შარაშენიძე : გაბუნიას მიერ პუტინის გინების წლისთავი ახლოვდება და შეიძლება, სწორედ წლისთავზე იგეგმებოდა ეს ყველაფერი