თორნიკე შარაშენიძე : გაბუნიას მიერ პუტინის გინების წლისთავი ახლოვდება და შეიძლება, სწორედ წლისთავზე იგეგმებოდა ეს ყველაფერი

წლისთავი ახლოვდება გაბუნიას მხრიდან პუტინის გინების და შეიძლება, სწორედ წლისთავზე იგეგმებოდა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, რამზან კადიროვის დავალებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა. მისი თქმით, “მსგავს შეურაცხყოფას ასე მარტივად არ ატარებენ”.

“მშვენივრად იმუშავა ჩვენმა სპეცსამსახურმა, დააკავა მკვლელი. მსგავს შეურაცხყოფას ასე მარტივად ბუნებრივია, არ ატარებენ. მე არ ვიცი, მსგავს რამეზე პუტინი იძლევა თუ არა პირადად სანქციას, მაგრამ მაგალითად დაუფარავად საუბრობენ იმაზე, რომ ნემცოვი მოკლეს ჩეჩნებმა, რომ პუტინისთვის ესიამოვნებინათ და გაბუნიას პირდაპირ დაემუქრნენ. წლისთავი ახლოვდება გაბუნიას მხრიდან პუტინის გინების და შეიძლება, სწორედ წლისთავზე იგეგმებოდა ეს ყველაფერი”, – განაცხადა შარაშენიძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში გადაადგილდებიან რუსეთის ჯაშუშები და მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ – რატიანი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის საქმეზე
შემდეგი სტატიაახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ბოდბეში – დაკავებულია ჩვილის დედა