საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო – დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ საბანკო მოქმედებებს ეხება, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც საელჩო აღნიშნავს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს.

„ეს აუცილებელია ქართული საბანკო სექტორისთვის, ამ სფეროში მრავალმხრივი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძის მოსაზრებით, რუსეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვაზე სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება ზემოქმედებას ვერ მოახდენს
შემდეგი სტატიათუ ჩემი დაცვის წევრს არ გაათავისუფლებენ 19 აგვისტომდე, როდესაც მისი შვილის წლისთავია, ივანიშვილს ცხელი შემოდგომა ექნება – ოქრუაშვილი