საქართველოში დღეიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება

news
ავტ.: news ივნისი 1, 2020 10:14

საქართველოში დღეიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება

დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე, 27 მაისს კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მაღაზიებს და სავაჭრო მოლებს წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა. მათ შორის, ობიექტში შესვლამდე მომხმარებელმა წარმატებით უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი. მოქალაქეს ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36.9 გრადუსს. პირი, რომელიც მოლში მიდის, უნდა იყოს აღჭურვილი პირადი დაცვის საშუალებით, აუცილებელია ატარებდეს პირბადეს. მოქალაქეებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა აღნიშნული ოთახების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. ასევე სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სამუშაო დღის ბოლოს.

დოკუმენტის თანახმად, მოლის საერთო სივრცეში 10 მ2 ფართზე 1 ადამიანის, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5 მ2 ფართზე 1 ადამიანის დაშვება უნდა მოხდეს. ამასთან, მოლის სივრცეში მომხმარებლები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.

ამასთან, რეკომენდაციაა, რომ მოხდეს უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სავაჭრო ცენტრები, კორონავირუსის პანდემიის გამო, 19 მარტს დაიხურა.

news
ავტ.: news ივნისი 1, 2020 10:14

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics