საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინაზე – “სინოვაკზე” რეგისტრაცია დღეიდან იწყება

სინოფარმი ავტორიზაცია

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინაზე – “სინოვაკზე” რეგისტრაცია დღეიდან იწყება. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ის არის ტრადიციული მეთოდით დამზადებული და გამოირჩევა მცირე გვერდითი მოვლენებით.

სინოვაკის ვაქცინის 100 000 დოზა საქართველომ ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო. ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. აცრის პროცესი კი 24 მაისიდან დაიწყება.

აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა ვებგვერდ booking.moh.gov.ge ხდება ან 15 22 ცხელ ხაზზე დარეკვით.

banner
წინა სტატიაშიისრაელის მედიის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ჯერ-ჯერობით სრულდება
შემდეგი სტატიასაბერძნეთის დასავლეთ ნაწილში ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება