საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 796-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 880 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 880 პირი
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 196 თბილისში, 84 იმერეთში, 62 კი აჭარაში გამოვლინდა