საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 120-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 37-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 413 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 869-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ყვარელში ვენახი გაშენდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 235 აჭარას, 38 იმერეთს, 30 კი თბილისს უკავშირდება