კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 235 აჭარას, 38 იმერეთს, 30 კი თბილისს უკავშირდება

admin
ავტ.: admin სექტემბერი 30, 2020 11:25

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 235 აჭარას, 38 იმერეთს, 30 კი თბილისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან 235 აჭარას, 38 იმერეთს, 30 კი თბილისს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„აჭარაში არის ახალი შემთხვევების 72 პროცენტი – 235 პაციენტი, იმერეთში 14 პროცენტი – 38 პაციენტი, თბილისში – 30 შემთხვევა, 9 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 14 შემთხვევა, 4 პროცენტი, გურიაში – ექვსი შემთხვევა, კახეთში, მცხეთა მთიანეთსა და სამცხე ჯავახეთში თითო ახალი შემთხვევა“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3 072 პაციენტიდან 28-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის 26 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან რვა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.

admin
ავტ.: admin სექტემბერი 30, 2020 11:25