საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალებას ბევრი ქართველი ოჯახის წევრის დაკარგვასავით განიცდის. ბატონი კავსაძის შემოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უამრავ ადამიანზე და სანაცვლოდ მიღებული სიყვარულისა და პატივისცემის მოზღვავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მემკვიდრეობა მარადიულია.

აშშ-ის საელჩო გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს კახი კავსაძის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ქართველს, ვინც მის დაკარგვას გლოვობს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ სამძიმარში.

banner
წინა სტატიაშიგლდანის პირველი მიკრორაიონის N10 და N11 კორპუსის მიდებარედ სკვერი და მინი სპორტული მოედანი ეწყობა
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია საპატიო სიგელით დაჯილდოვდა