აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია საპატიო სიგელით დაჯილდოვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი საზოგადოებრივი გაერთიანება – „ქართველი ვეტერანების ამერიკელი მეგობრების“ ხელმძღვანელი, აფხაზეთის მკვიდრი, ეკონომიკის დოქტორი ნიკოლოზ ქარჩავა ეწვია. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ომის ვეტერანი მერაბ პაპასქირი.
ნიკოლოზ ქარჩავამ ვრცლად ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობისა და მომავალი გეგმების, ამერიკელი და ქართველი ვეტერანების დაახლოებისა და თანამშრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ. იგი ასევე შეეხო საქართველოში მცხოვრები ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებს.
ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის და საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის. მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. ამასთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამშრომლობის გასაღრმავებლად მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულს ნიკოლოზ ქარჩავამ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას ქართველი ვეტერანების ამერიკელი მეგობრების წინაშე განსაკუთრებული თანადგომისათვის საპატიო სიგელი გადასცა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აშშ-ის საელჩო ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
შემდეგი სტატიაშსს – პოლიციამ ფონიჭალაში სამი ნარკორეალიზატორი დააკავა, მათ მძიმე დანაშაულში ბავშვი ჰყავდათ ჩართული