საქართველოში არასაპარლამენტო ოპოზიციამ ლიდერთა საბჭო შექმნა
მნიშვნელოვანი
- საქართველოში არასაპარლამენტო ოპოზიციამ ლიდერთა საბჭო შექმნა
სხვა სტატიები
- თბილისის მერიაში მერის მოადგილეების თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ
- სოფელ ყიზილაჯლოში განმეორებითი არჩევნები 4 დღეში უნდა გაიმართოს
- უგულავა მიხეილ სააკაშვილს – ხეზე ასვლა რომ გცოდნოდათ, უკვე ჩამოხვიდოდით – „ტურფა საბაღნარო” თქვენ მიატოვეთ… ფატალური შეცდომა დაუშვით, როცა ბრძოლის ველი მიატოვეთ
საქართველოში არასაპარლამენტო ოპოზიციამ ლიდერთა საბჭო შექმნა, საბჭოს პასუხისმგებელ მდივნად “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია აირჩიეს.
ოპოზიციის ლიდერების თქმით, სწორედ ეს გაერთიანება იმუშავებს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე, რომლის მთავარი პრიორიტეტიც საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება.
პოლიტიკურ პარტიებში აცხადებენ, რომ ხელისუფლება კონსტიტუციის არსებულ პროექტს კონსენსუსის გარეშე ძალადობრივად მაინც მიიღებს, რასაც მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, საბჭო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, იმ შემთხვევაში კი, თუ მათი ქმედებები უშედეგო აღმოჩნდება, საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავენ.
”ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩატარდა ლიდერთა საბჭოს პირველი სხდომა, რომელმაც მიმდინარე კონსტიტუციური ცვლილებები გამოაცხადა არალეგიტიმურად და უსამართლოდ. ეს არის პოლიტიკური ვერდიქტი და თუ ივანიშვილის რეჟიმი მაინც შეეცდება ოლიგარქიული დიქტატურის დამყარებას ამ გზით, ხალხს წარმოეშვება უფლება დაიცვას კონსტიტუციური წყობა, მათ შორის სახალხო გამოსვლების გზით”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.