საქართველოში არ და ვერ მოხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა – თალაკვაძე

საქართველოში არ და ვერ მოხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძის შეფასებით, “რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს არა თუ სანქციები მიიღო, არამედ რუსეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიყიდა, სანქციების თემით სპეკულირებას ცდილობს“.

თალაკვაძის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მშვიდობიანი მომავლის გარანტიებს დაუჭიროს მხარი.

“სანქციების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გაცხადებულია. ძალიან მკაფიო განმარტებები გაკეთდა. ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა იციან, რომ საქართველო ძირითადი საერთაშორისო სანქციების მონაწილეა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა
შემდეგი სტატიაუკრაინას გაუჭირდება რუსეთის განახლებულ თავდასხმასთან გამკლავება თუ დასავლეთის ქვეყნები მას მეტ შეიარაღებას არ გაუგზავნიან – ბრიტანელი დეპუტატი