უკრაინას გაუჭირდება რუსეთის განახლებულ თავდასხმასთან გამკლავება თუ დასავლეთის ქვეყნები მას მეტ შეიარაღებას არ გაუგზავნიან – ბრიტანელი დეპუტატი

უკრაინას გაუჭირდება რუსეთის განახლებულ თავდასხმასთან გამკლავება თუ დასავლეთის ქვეყნები მას მეტ შეიარაღებას არ გაუგზავნიან,- ამის შესახებ ბრიტანელმა დეპუტატმა ბობ სილიმ განაცხადა.

BBC-ის ინფორმაციით, პოლიტიკოსი კონსერვატიული პარტიიდან და ყოფილი ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა სამხრეთ ქალაქებიდან ოდესიდან და მიკოლაივიდან.

„მე ვფიქრობ, ჩვენ სათანადოდ ვერ ვაფასებთ აღჭურვილობის რაოდენობას, რომელიც საჭიროა ომის წარმოებისთვის. ამჟამად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაგზავნით, მიდის აღმოსავლეთში და მხოლოდ ინარჩუნებს უკრაინას თამაშში“,- განაცხადა ბობ სილიმ.

მისივე თქმით, უკრაინის ცოცხალი ძალა ნამდვილად ძლიერია, მაგრამ მაღალი ხარისხის იარაღი აუცილებელია, რათა აქტიურად მოხდეს რუსული შეტევის მოგერიება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში არ და ვერ მოხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა – თალაკვაძე
შემდეგი სტატიასასიამოვნოა შალვა პაპუაშვილის და ინტერპარტიული დელეგაციის ვიზიტის ხილვა უკრაინაში – ჰელსინკის კომისია