საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (Amcham) წარმომადგენლობის პრეზიდენტი მაიკლ ქოუგილი TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (Amcham) წარმომადგენლობის პრეზიდენტი მაიკლ ქოუგილი TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„TBC ბანკი, რომელსაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ხელმძღვანელობენ 15 წელზე მეტია, რაც ამერიკის სავაჭრო პალატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრია. უფრო მეტიც, TBC ბანკი საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთი დასაყრდენია TBC-ის ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსის წევრობა მთელი საქართველოსთვის წარმატების ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

ჩვენი შეფასებით, ეროვნული ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლების მოთხოვნით, კანონის მოთხოვნებს გვერდი აუარა და ეს შესაბამისი პროცედურების განხორციელების გარეშე მოითხოვა.

ამერიკის სავაჭრო პალატა პატივს სცემს TBC ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში. უდანაშაულობის პრეზუმციის გათვალისწინებით, ვაცხადებთ, რომ ყოველი ადამიანი არის უდანაშაულო, სანამ მის ბრალეულობას სასამართლო არ დაადგენს“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოსი ამერიკის სავაჭრო პალატა ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში“კუპრავას სახლში პოლიციის ორი თანამშრომელი მივიდა ბრალის წარდგენის შეტყობინების მიზნით”- შსს
შემდეგი სტატიაამერიკულმა კომპანიამ აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დაასახელა