“კუპრავას სახლში პოლიციის ორი თანამშრომელი მივიდა ბრალის წარდგენის შეტყობინების მიზნით”- შსს

შინაგან სამეთა სამინისტრო „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას განცხადებას, რომ მის საცხოვრებელ სახლში 10-მდე პოლიციელი შეეჭრა არ ადასტურებს:
“გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. კანონით გათვალისწინებული პროცედურა ჩატარდა. ვინაიდან კუპრავამ თავი აარიდა პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და კანონი ითვალისწინებს ამ ბრალის წარდგენის შეტყობინებას ოჯახის წევრისთვის. შესაბამისად კუპრავას სახლში პოლიციის ორი თანამშრომელი მივიდა კუპრავასთვის ბრალის წარდგენის შეტყობინების მიზნით“- აცხადებენ შს სამინისტროში.

,,ათეულობით პოლიციელი შევარდა ჩემთან სახლში…გადაგაყოლებთ ამ საქმეს!”-ზვიად კურპარავა

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიასაქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (Amcham) წარმომადგენლობის პრეზიდენტი მაიკლ ქოუგილი TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს