საქართველოსა და უკრაინისთვის ევროპაში უვიზო რეჟიმის შემოღებას მოსკოვში სატყუარა უწოდეს

საქართველოსა და უკრაინისთვის ევროპაში უვიზო რეჟიმის შემოღებას მოსკოვში სატყუარა უწოდეს.

განცხადება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარემ რია ნოვოსტისთან ინტერვიუში გააკეთა.

ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, ევროკავშირი უვიზო რეჟიმს აწესებს, მაგრამ არ იძლევა მუშაობის უფლებას.

მას მიაჩნია, რომ ეს ერთგვარი სატყუარაა, რომელიც ხალხის რეალურ ყოფით პრობლემებს არ მოაგვარებს.

კალშნიკოვმა მაგალითად მოლდოვა მოიყვანა და აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებით სახელმწიფოს ცხოვრება არ შეცვლილა, რადგან ეს რეჟიმი მუშაობის უფლებას არ ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში უმრავლესობის ოთხი ახალი ფრაქციის შექმნა იგეგმება
შემდეგი სტატიათამარ ხულორდავა : რუსი დეპუტატების განცხადებები განწყობას ვერ გაგვიფუჭებს