პარლამენტში უმრავლესობის ოთხი ახალი ფრაქციის შექმნა იგეგმება

სხდომის ჩაშლა კარგი ფაქტი არ არის და ადრე თუ გვიან დებატები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის ოთხი ახალი ფრაქციის შექმნაა დაგეგმილი.

როგორც „თაიმერისთვის“ არის ცნობილი, პარლამენტში ფრაქციები ექნებათ ზვიად ძიძიგურის „კონსერვატიულ პარტიას“ და გია ჟორჟოლიანის „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“. ამასთანავე, კახა ოქრიაშვილიც უხელმძღვანელებს ერთ-ერთ პარტიას.

განიხილება კიდევ ერთი ფრაქციის შექმენას, რომელსაც გედევან ფოფხაძე უხელმძღვანელებს. ასეთ შემთხვევაში ფოფხაძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობიდან გადადგომა მოუწევს.

„ქართული ოცნების“ ფარგლებში, ამ დროისთვის, ორი ფრაქციაა შექმნილი, რომელთაგან ერთს მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობს, ხოლო მეორეს – სიმონ ნოზაძე.

 

banner
წინა სტატიაშიკოალიციის ავიაიერიშების შედეგად, სირიასა და ერაყში ISIS-ის 50 ათასამდე მებრძოლი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიასაქართველოსა და უკრაინისთვის ევროპაში უვიზო რეჟიმის შემოღებას მოსკოვში სატყუარა უწოდეს