საქართველოსა და ყირგიზეთის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვდა გამართეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მიიღო, რომელიც საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

გიორგი მარგველაშვილი ალმაზბეკ ატამბაევს პირისპირ შეხვდა.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის პირველი ვიზიტი საქართველოში საქართველო – ყირგიზეთის შემდგომი ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვდედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების და განვითარების საკითხს და აღნიშნა, რომ მუდმივად მხარდაჭერილი უნდა იყოს მხარეთა შორის უმაღლესი დონის ინტენსიური დიალოგი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში შეთანხმებების ხელმოწერები მხარეთა თანამშრომლობის და ურთიერთობების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის წინაშე კვლავ დგას მცოცავი ოკუპაციის პრობლემა, რომელიც ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, საქართველოს როლზე რეგიონში და ტრანსრეგიონული თანამშრომლობის განვითარებაზე.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა დავით ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა
შემდეგი სტატია„ოცნება“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას ხსნის და მის ადგილს ირაკლი ჩიქოვანს სთავაზობს?